მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონური კომპანიების 90%-ის აზრით, ტრამპის პოლიტიკა მათზე ცუდად აისახება

დონალდ ტრამპი

ყოველი 10 იაპონური კომპანიიდან 9-ში მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა მათ საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება. ამ დასკვნამდე მივყავართ უახლეს კვლევას, რომელიც ბრიტანულმა გამოცემა Reuters-მა ჩაატარა. იაპონია აშშ-ის უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი და ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოკავშირე სახელმწიფოა, რაც პროგნოზის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. იაპონელების უარყოფით განწყობას, უმეტესწილად, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემოღებული მკაცრი სატარიფო პოლიტიკა განაპირობებს, რომელიც ქვეყნებს შორის ვაჭრობას აძვირებს და ურთიერთობას ართულებს.

როგორც ჩანს, დროსთან ერთად, იაპონელი ბიზნესმენების დამოკიდებულება მეტად ნეგატიური ხდება. თუკი გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის გავლენას ნეგატიურად გამოკითხულთა 73% აცხადებდა, იანვარში ამ მაჩვენებელმა 86%-მდე იმატა. გამოკითხულთა 72%-ის შეფასებით, ურთიერთობას ტარიფების დაწესების პოლიტიკა გააფუჭებს, ბიზნესმენთა 26% კი მიიჩნევს, რომ პრობლემებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის შექმნილი დაძაბულობა გააჩენს. აღნიშნული განწყობა ლოგიკურია, რადგან იაპონიის წარმოების და ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ ჩინეთზე მოდის.

ამერიკის შეერთებული შტატების პროტექციონისტულ ეკონომიკურ პოლიტიკაში გარკვეული ძვრები უკვე არის. დონალდ ტრამპმა მეტალების ბაზრის რეგულირება დაიწყო. ყველა ქვეყანას, საიდანაც აშშ-ში ფოლადი და ალუმინი შედის, 25%-იანი საიმპორტო ტარიფი დაუწესა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჩინეთს 10%-იანი ტარიფი დაუწესდა, ხოლო კანადის და მექსიკისთვის საგადასახადო ბარიერი 25%-ით დარეგულირდა, მაგრამ მას შემდეგ, ერთი თვით დაპაუზდა. ტარიფების დაწესებით აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც ემუქრება და ზოგადად, ტარიფებს ყველა იმ ქვეყნებისთვის აანონსებს, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას აშშ-ის მიმართებით მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები