მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონური საფონდო ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

იაპონია

იაპონური საფონდო ბირჟა მკვეთრ აღმასვლას განაგრძობს, მიმდინარე კვირას ფლაგმანურმა NIKKEI-ს ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ერთწლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი 31%-ია, ბოლო ერთ თვეში კი ინდექსის მოცულობა 12%-ით გაიზარდა.

ამომავალი მზის ქვეყნით ინვესტორების დაინტერესება პრემიერ-მინისტრად სანაე ტაკაიჩის არჩევით არის განპირობებული. ინვესტორების შეფასებით, ტაკაიჩი იაპონიაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს და ქვეყანას მდგრადად განვითარების საშუალებას მისცემს.

ამასთან, ყურადღებას იქცევს ტაკაიჩის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა, სადაც ახალი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები