მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IATA: მსოფლიოში, საჰაერო მიმოსვლა ბოლო 2 წლის განმავლობაში 51%-ით შემცირდა

606eaa9306c2e
თათია კაკიაშვილი
08.04.21 23:00
620
„პანდემია კვლავ ახშობს ავიაფრენებს“, - ამის შესახებ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ასოციაციის (IATA) ახალმა ხელმძღვანელმა უილი უოლშმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ფრენები 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 2021 წელს 89% შემცირებულია, რაც ცალსახად COVID-19 პანდემიას უკავშირდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.

უოლშის თქმით, სიტუაციას ამძაფრებს მესამე „ლოქდაუნიც“, რომელიც გარკვეულ ქვეყნებში უკვე დაწყებულია და ამ დროისთვის მსოფლიოს დიდ ნაწილში მოგზაურობაზე შეზღუდვები გამკაცრებულია.

IATA-ს ინფორმაციით, აზიის კონტინენტმა საჰაერო მიმოსვლის ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა. ევროპულმა გადამზიდმა კომპანიებმა 2021 წლის თებერვალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მოძრაობის 89%-იანი კლება დააფიქსირეს.

მთლიანობაში, მთელ მსოფლიოში, საჰაერო მიმოსვლა ბოლო 2 წლის განმავლობაში 51%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები