მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IATA: მთავრობებმა დაბალანსებული მიდგომები უნდა მოძებნონ

5ffee4a19a396
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.21 23:17
938
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელის ალექსანდრე დე ჟუნიაკის განცხადებით, თუ მთავრობები დაბალანსებულ მიდგომებს არ მოძებნიან, ავიასექტორისთვის 2021 წელიც რთული აღმოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცია IATA-ს ოფიცილურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

დე ჯუნიაკი აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეცადონ ავიაკომპანიები, ზედმიწევნით დაიცვან უსაფრთხოების ზომები, მგზავრთა ნაკადის გაზრდის კუთხით ვერაფერს გახდებიან, ამიტომ  მთავარია, მთავრობებმა აღარ დააწესონ კარანტინი და ის კოვიდ-ტესტირებით ჩაანაცვლონ. „ავიაციის ინდუსტრია მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებას ელოდა სადღესასწაულო პერიოდისთვის, თუმცა შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო გამკაცრებული რეგულაციები“, - განაცხადა დე ჟუნიაკმა.

IATA-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვირუსის მუტაციის გამო, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ კარანტინის პარალელურად, კოვიდზე ტესტირებაც დაამატა, რაც მოგზაურობის „დასამარების“ წინაპირობაა.

„საქმე იმაშია, რომ მთავრობები არ ცდილობენ დაბალანსებული მიდგომების მოძიებას; ისინი ელიან კორონავირუსისგან თავისუფალ სამყაროს, რაც ახლო მომავლისთვის მიუღწეველია. მე ის ვიცი, რომ შედეგად მივიღებთ დაზარალებულ ტურიზმს და ეკონომიკას, დაკარგულ სამუშაო ადგილებს, მოსახლეობის დაზიანებულ ფსიქიკას, რომლებიც ვერ ახერხებენ ახლობლების მონახულებას კოვიდ-აკრძალვების გამო“, - განაცხადა IATA-ს ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები