ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, IBM-მა განაცხადა, რომ Confluent-ს შეიძენს. მონაცემთა სტრიმინგის პლატფორმის შეძენით კომპანია იმედოვნებს, რომ ქლაუდ ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში უკეთ განვითარდება. შეთანხმების ღირებულება $11 მილიარდია.
აღნიშნული შესყიდვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეალურ დროში მონაცემთა სტრიმინგისა კომპანიის შესაძლებლობების გაზრდისათვის, რაც დამოუკიდებელი, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისათვის კრიტიკული კომპონენტია.
Confluent-ის ტექნოლოგიებზე მოპოვებული წვდომის მეშვეობით, რომელიც Apache Kafka-ის პროექტზე არის დაფუძნებული, IBM მიზნად ისახავს თანამედროვე მონაცემთა ინფრასტრუქტურის გამართვას. ყოველივე ეს იმ დიდი მოცულობის მონაცემების დასამუშავებლად არის საჭირო, რომელსაც ამჟამინდელი დიდი ბიზნესები და ტექნოლოგიური მოწყობილობები აწარმოებენ.
ამ შეთანხმების შედეგად მოპოვებული რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში, IBM ისეთ დიდ მოთამაშეებს გაუწევს კონკურენციას, როგორიცაა Amazon-ი, Microsoft-ი და Google-ი.
კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვა სავარაუდოა, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში სრულიად განხორციელდება. იგი სარეგულაციო უწყებების დასტურს ელოდება.




























