მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IBM-მა კვანტური გამოთვლების ახალი ჩიპი წარადგინა

ibm

International Business Machines-მა 4 დეკემბერს კვანტური გამოთვლების ახალი ჩიპი და მანქანა წარადგინა, კომპანია იმედოვნებს, რომ ჩიპს 2033 წლისთვის უფრო მძლავრი სისტემების ასაგებად გამოიყენებენ, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე წელია მკვლევრები კვანტური გამოთვლების გაუმჯობესებას ცდილობენ, რაც მიზნად ისახავს ამჟამად არსებული კლასიკური კომპიუტერების ჩანაცვლებას და კვანტური გამოთვლების ისეთი სიჩქარით წარმოებას, რომელიც მეცნიერებას ახალ აღმოჩენებში დიდ დახმარებას გაუწევს.

კვანტური მანქანის შექმნაში ისეთი კომპანიები და სახელმწიფოები მონაწილეობენ, როგორიცაა: Microsoft-ი, Google, Baidu, აშშ, ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი და სხვა.

მკვლევრების თქმით, მთავარი პრობლემა არა უშუალოდ ფიზიკური კომპიუტერის შექმნა, არამედ მონაცემთა გადამუშავებაა. IBM-ის განცხადებით, კომპანიამ დანადგარს შიგნით ჩიპების ერთმანეთთან დაკავშირების გზა აღმოაჩინა. თუმცა კვლევაში პროგრესი 2029 წლამდე უმნიშვნელო იქნება. IBM-ის კვლევის მიმართულების დირექტორის დარიო გილის განცხადებით, შეცდომების გამოსწორების მთავარი ეფექტი სწორედ ამ პერიოდისთვის გამოაშკარავდება.

ინფორმაციისთვის: IBM ერთადერთი ტექნოლოგიური კორპორაცია არ არის, რომელიც კვანტური გამოთვლების ჩიპების დამზადებაზე მუშაობს, სტარტაპმა PsiQuantum-მა, რომელიც GlobalFoundries-თან მუშაობს თავისი ჩიპების დასამზადებლად, წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში კომერციული აპარატის შექმნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები