ტექნოლოგიურმა ინდუსტრიის ვეტერანმა, IBM-მა მეორე კვარტალში მიღებული შემოსავლის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშიდან ხდება ცნობილი, გასულ სამ თვეში კომპანიის შემოსავლებმა $16.98 მილიარდი დოლარი შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი ზრდა აჩვენა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით კომპანიამ $4.14 მილიარდი მიიღო, რაც შეეხება საკონსულტაციო მომსახურებას, ამ კუთხით IBM-ს 3%-იანი ზრდა აქვს. მოგება $5.31 მილიარდია.
გასულ წელთან შედარებით, AI-ტექნოლოგიის მიმართულებით ბიზნესი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და $7.5 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება Software-ს, ამ კუთხით კომპანიამ მოსალოდნელზე მცირედით ნაკლები, $7.39 მილიარდის მოგება მიიღო.




























