მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICANN-ი ქართული IDN-ის მხარდაჭერას განაგრძობს

5fb79d5054125
BM.GE
20.11.20 17:20
2285
მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებისთვის ქვეყნის ზედა დონის დომენის, .გე-ს ფართოდ დანერგვას მხარს უჭერს. საქართველო გლობალურ ინტერნეტში ქვეყნის აღმნიშვნელი ზედა დონის ორი დომენით არის წარმოდგენილი, ეს არის ლათინური ანბანით დაწერილი .ge რომელსაც ccTLD ეწოდება და ქვეყანასთან ასოცირებული ინტერნაციონალიზებული დომენი .გე, რომელსაც IDN ეწოდება.

სწორედ ადგილობრივი IDN-ის განვითარება იყო საქართველოში გამართული აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმზე გამართული პანელური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. DNS-ი არის ინტერნეტის ერთ-ერთი საბაზისო სისტემა, რომელიც ვებგვერდებთან კავშირს უზრუნველყოფს. საქართველოში ccTLD-ის ოპერატორი "კავკასუს ონლაინი", IDN-ის ოპერატორი კი კომპანია ITDC-ია. 

ფორუმი 18-19 ნოემბერს ICANN-ისა და “კავკასუს ონლაინის” მხარდაჭერით გაიმართა და ის ICANN-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მარტენ ბოტერმანმა გახსნა.

მარტენ ბოტერმანმა ისაუბრა IDN-ისა უნივერსალური მიმღებლობის (UA) შესახებ, რომელიც შესაძლებელს ხდის, მომხმარებლებმა ინტერნეტში ვებგვერდების მისამართები მათ საკუთარ, მშობლიურ ენაზე აკრიფონ. ბოტერმანის თქმით, ICANN-ი მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ინტერნეტი გახდეს კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური სივრცე სხვადასხვა ენობრივი ჯგუფების წარმომადგნელებისთვის, ამისთვის კი IDN-სა და უნივერსალურ მიმღებლობას (UA) განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ.

“მისია, რომელსაც ICANN-ი ასრულებს ინტერნეტის ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელვანია. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რათა დასახული სტრატეგიული გეგმების განხორციელება გახდეს შესაძლებელი,”- განაცხადა ICANN-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მარტენ ბოტერმანმა.

აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმს ასევე დაესწრნენ აღმოსავლეთ ევროპის ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები და ექსპერტები, რომლებმაც ფორუმის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და ასევე ისაუბრეს დომენური ინდუსტრიის უახლეს გამოწვევებსა და ტენდენციებზე.

„კავკასუს ონლაინთან“ და ICANN-თან ერთად, ფორუმს ოქროს და ვერცხლის სპონსორებიც ჰყავდა. ოქროს სპონსორი იყო ქართული IT კომპანია GREENNET-ი, რომელიც კავკასიის რეგიონში ამერიკული IT და სატელეკომუნიკაციო კომპანია CISCO-ს პარტნიორია. ვერცხლის სპონსორი კი კომპანია OnCloud-ია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ქლაუდ სერვისებსა და Tier სტანდარტის დატა ცენტრის მომსახურებასა და კიბერუსაფრთხოების სერვისებს სთავაზობს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები