საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ხელმძღვანელის ჯონ დენტონსის განცხადებით, ორგანიზაცია მიესალმება დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების მიერ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაერთიანება მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის საერთაშორისო ვალების მომსახურების დროებით შეჩერებას მხარს უჭერს.
რამდენიმე დღით, ადრე ICC სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ფინანსთა მინისტრებს ამ საკითხისადმი მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდებდა. ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების ისეთი იმ წინაშე დაყენება, რომ ან ვალებს მოემსახურონ, ან გადაუდებელი ჯანდაცვის ხარჯები დააფინანსონ, არის არაჰუმანური.
დიდი ოცეულის ვირტუალური შეკრების ოფიციალური კომუნიკეს მიხედვით, მიღწეულია შეთანხმება, რომ გაერთიანება მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უღარიბესი ქვეყნებისთვის ვალების მომსახურების შეჩერების შესახებ იმუშავებს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ დროის გარკვეული პერიოდით შეაჩერონ საგარეო ვალების მომსახურება იმ უღარიბესმა ქვეყნებმა, რომლებიც შესაბამის განაცხადს გააკეთებენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვალების შეჩერების ინიციატივის წესებს და მექანიზმებს შევქმნით,”- ნათქვამია დიდი ოცეულის განცხადებაში.
ICC შეღავათების დაწესების შესახებ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ კერძო საფინანსო ინტიტუტებსაც მოუწოდებს.