მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-მ და GAU-მ სამშენებლო პროგრამებზე ბოლო ერთობლივი მიღება გამოაცხადეს

ქავერი
26.08.24 13:06
1461

სამი ყველაზე აქტუალური სამშენებლო პროგრამის მომზადება-გადამზადების ბოლო კურსზე (პროექტის ფარგლებში) მიღება უკვე გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს, კიდევ ერთხელ აქვთ შესაძლებლობა, გადამზადდნენ ან შეიძინონ პროფესიები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია სამშენებლო ინდუსტრიაში. პროგრამები შემუშავდა და ხორციელდება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ, ესპანეთის ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციასთან თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის მხარდაჭერით.

ინდუსტრიაში ბიზნესის გამოკითხვების შედეგად, პროგრამები შემდეგ დეფიციტურ პროფესიებთან დაკავშირებით შედგა: მშენებლობის მენეჯმენტი (გადამზადება), სამშენებლო სამუშაოთა წარმოება (გადამზადება), გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტი (მომზადება).

კახი ლობჟანიძე სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამის მეორე ნაკადის კურსდამთავრებულია. მისი თქმით, დღეს, საქართველოში რამდენიმე სფერო განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება და პერსპექტივებიც მასშტაბურია, მათგან ერთ-ერთი სწორედ სამშენებლო სფეროა.

უკვე ორი წელია, ამ სფეროში პირველ ნაბიჯები გადავდგი, წინ დიდი, გრძელი და რთული გზაა, სწორედ ამიტომ, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის გაღრმავება, რისი შესაძლებლობაც მშენებლობის მენეჯმენტის კურსმა მომცა. გავაცნობიერე, რას ნიშნავს ის, თუ როგორ მართო დღეს, რომ შექმნა მასშტაბები ხვალ. სწორედ აქ ვისწავლე და მივიღე ცოდნა, რომელიც აქამდე პრაქტიკაში უკვე აპრობირებულია. რის შედეგადაც, ეს კურსი ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ძლიერი ბიძგი გახდა, კიდევ უფრო დიდი მიზნების თამამად დასახვისა და საქმიანობის შემართებით გაგრძელებისთვის.”- ამბობს კახი.

მშენებლობის მენეჯმენტისა და სამშენებლო მოედნის წარმოების პროგრამებისგან განსხვავებით, გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტის მოკლევადიანი პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას, მიიღოს ცოდნა გარემოს დაცვის სისტემების საფუძვლებში და დასაქმდეს სამშენებლო ინდუსტრიაში, რაც შეეხება დანარჩენ ორ პროგრამას, ისინი გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვენ და განკუთვნილია მშენებლობის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ ცოდნის გაღრმავება და კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების გამყარება.

პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები