მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Icon of the Seas: მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა მაიამის პორტიდან მოგზაურობა დაიწყო

კრუიზი

მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა, Icon of the Seas მაიამის პორტიდან შვიდდღიანი მოგზაურობა დაიწყო - ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

365 მ სიგრძის საკრუიზო გემს (1,197 ფუტი) 20 გემბანი აქვს და მასში მაქსიმუმ 7600 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. ის ფინეთში, ტურკუში, გემთმშენებლობის ქარხანაშია აგებული, ხოლო ბაჰამის კუნძულებზეა რეგისტრირებული. მის ასაგებად კი, ჯამში 2 მლრდ დოლარის (1,6 მილიარდი ფუნტი) ინვესტიცია განხორციელდა.

საკრუიზო გემი 7 საცურაო აუზსა და ამასთან 40-ზე მეტ რესტორანს, ბარსა და ლაუნჯს აერთიანებს.

როგორც გარემოს დამცველები იუწყებიან, თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) მომუშავე გემი, ჰაერში მავნე მეთანს გაჟონავს.

„ეს არის ნაბიჯი, არასწორი მიმართულებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ LNG, როგორც საზღვაო საწვავი, სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში 120%-ზე მეტ სათბურის გაზებს გამოყოფს, ვიდრე საზღვაო გაზის ნავთობი“, - განაცხადა სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) საზღვაო პროგრამის დირექტორმა, ბრაიან კომერმა, .

ICCT-მა მოხსენება გამოაქვეყნა , სადაც ამტკიცებდა, რომ LNG-ით მომუშავე გემებიდან მეთანის ემისია უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოქმედი რეგულაციებით იყო ნავარაუდევი.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ინდუსტრიამ 2021 წელს, გლობალურ ეკონომიკაში 75 მილიარდი დოლარი (59 მილიარდი ფუნტი) შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები