მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IE University-ის კურსდამთავრებულები ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ

IE University
BM. GE
02.12.24 23:17
1114

IE University-ის ქართველ კურსდამთავრებულთა კლუბის წევრები, უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს და დაძაბულობას ეხმიანებიან. როგორც კურსდამთავრებულების მიერ BMG-ისთვის მიცემულ წერილში ვკითხულობთ, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულება მოსახლეობის პირდაპირი და უპირობო ვალია.

IE University Alumni Club Georgia-ს განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, IE უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ვერთიანდებით!

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია, რომელიც თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს ეფუძნება. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ჩანაწერის აღსრულება კი, ჩვენი პირდაპირი და უპირობო ვალია.

მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის და მასთან დაკავშირებული რეფორმების შეჩერება ქვეყნის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს და საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ჩვენ ვდგავართ იმ მოქალაქეების გვერდით, რომლებიც მშვიდობიანი გზით იცავენ საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების, მათ შორის ჟურნალისტების და ახალგაზრდების მიმართ. ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა თითოეული მოქალაქის მთავარი საზრუნავია.

ჩვენ, IE უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ვადასტურებთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. ჩვენი პასუხისმგებლობაა, კონსტიტუციით გარანტირებული ეს არჩევანი იყოს დაცული და განმტკიცებული, რადგან ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, კეთილდღეობის და პროგრესის უზრუნველყოფა სხვაგვარად შეუძლებელია", - ვკითხულობთ IE University Alumni Club Georgia-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები