გავრცელებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგმა კიევში, მიხაილოვის მოედანზე, დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგო. სტოლტენბერგს ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინელი სამხედროები შეხვდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, NATO-ს გენერალური მდივანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ვიზიტის დეტალური გეგმა უცნობია. უცნობია ისიც, რა თემებზე ისაუბრებენ სტოლტენბერგი და ზელენსკი.