მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ბლინკენი ხვალ უკრაინაში ჩავა

ფგფ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, კიევს ეწვევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, ბლინკენი უკრაინაში პირველად ჩადის. ბოლოს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ერთი წლის წინ იყო.

2022 წლის აპრილში ბლინკენი უკრაინას თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია. ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები