მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს გაფართოებას პუტინი ვეტოს ვერ დაადებს - სტოლტენბერგი

64831fe69f65d
მარიამ ვარადაშვილი
09.06.23 17:18
625
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას ამბობს, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება.

კითხვაზე რას აკეთებს ალიანსი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის კუთხით, სტოლტენბერგი პასუხობს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, გაერთიანების მეხუთე მუხლი მხოლოდ წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.

“უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით ალიანსში კონსულტაციები მიმდინარეობს. სულ რამდენიმე დღის წინ, ოსლოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხი უკრაინა იყო. ახლა შემიძლია იმის თქმა, რომ წევრები უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე მნიშნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ.

კერძოდ, ყველა ქვეყანა თანხმდება, რომ NATO-ს კარი ღიაა, რაც დადასტურდა მაკედონიის, მონტენეგროსა და შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი ალიანსის წევრი გახდა. ასევე ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება და ამის შესახებ ქვეყნის ლიდერებმა გასული წლის ივნისში გამართულ მადრიდის სამიტზეც განაცხადეს. ქვეყნები ასევე თანხმდებიან, რომ უკრაინის და მათი გადასაწყვეტია როდის დადგება სწორი დრო NATO-ში უკრაინის გაწევრიანების. ეს მათი გადასაწყვეტია და არა მოსკოვს ან პუტინის. პუტინი ალიანსის გაფართოების საკითხს ვეტოს ვერ დაადებს. კიდევ ერთ საკითხზე, რაზეც ვთანხმდებით და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არის ის, რომ ახლავე ვუზრუნველყოთ პუტინმა ომი ვერ მოიგოს და უკრაინამ გაიმარჯოს",-განაცხადა სტოლტენბერგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები