იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მორიგი ხელმძღვანელი ხდება. ის ახალ პოსტს მას შემდეგ დაიკავებს, რაც მისი უფლებამოსილების ვადა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ამოიწურება. ინფორმაციას DW ნორვეგიის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მადლობელი ვარ ნდობისთვის და მოუთმენლად ველი სამუშაოს შესრულებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ონლაინ კონფერენციაზე და დასძინა, რომ ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს 2022 წლის 1 დეკემბრიდან ჩაუდგება სათავეში.
ამჟამად ბანკის ხელმძღვანელი 70 წლის ოისტეინ ოლსენია, რომელიც თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. რაც შეეხება იენს სტოლტენბერგს, ის 62 წლისაა, 1996-2000 წლებში ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო 2000-2001 წლებში - ქვეყნის პრემიერმინისტრი. მოგვიანებით, 2005 წელს, ის კვლავ გახდა ნორვეგიის პრემიერმინისტრი და თანამდებობა მომდევნო რვა წლის განმავლობაში ეკავა.
სტოლტენბერგი ნატო-ს ხელმძღვანელის პოსტს სექტემბრის ბოლოს დატოვებს.




























