რუსეთის ორ რეგიონში Wildberries-ის მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრებზე განხორციელებული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმამ ლოგისტიკური კომპლექსები მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც სავაჭრო პლატფორმამ საკუთარი საწყობების სიმძლავრეების 9% დაკარგა.
არსებული ინფორმაციით, იერიში ელექტროსტალისა და კოტოვსკის ობიექტებზე განხორციელდა, რამაც ჯამში 350,000-დან 473,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დააზიანა. ექსპერტების შეფასებით, ინფრასტრუქტურის აღდგენას შესაძლოა 1.5 წელი დასჭირდეს, რაც Wildberries-ს $270-$360 მილიონი დაუჯდება. ამას გარდა, საწყობებში განთავსებული პროდუქციის ზარალი $1.6-$1.8 მილიარდის ფასდება.
აღნიშნული ზარალი Wildberries-ის მთლიანი ჯგუფის 2025 წლის წმინდა მოგებას აღემატება, რომელმაც $1.9 მილიარდი შეადგინა.




























