მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება თუ არა ღარიბაშვილის გუნდში ცვლილებები? - მინისტრების პასუხები

61bdb7b0b1cad
ინგა მურუსიძე
18.12.21 14:55
605
უკვე რამდენიმე დღეა, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს, მედიაში ვრცელდება არაერთი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა შესაძლო ცვლილებებზე დღეს კითხვები დაუსვეს მთავრობის მოქმედ წევრებს, თუმცა ისინი ინფორმაციებს უარყოფენ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაცია აბსოლუტური სისულელეა. „ეს სისულელეა. რაც არ არსებობს, იმაზე ვლაპარაკობთ“, - თქვა ქარსელაძემ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს, ის ამბობს, რომ მუდმივი არაფერია და გადადგომის შემთხვევაში, პრობლემა არ აქვს.

„ცვლილებებზე არაფერი ვიცი. 4 წელია ამ თანამდებობაზე ვარ. დანიშვნის პირველივე დღეს მითხრეს ჟურნალისტებმა ხვალ გხსნიანო, თუმცა 4 წელი გავიდა. პრობლემა არ მაქვს, მუდმივი არაფერი არ არის“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.