მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში იაპონიის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად - 3.1%-ით გაიზარდა

იაპონია

პირველ კვარტალში 2.3%-იანი ვარდნის შემდეგ, იაპონიის ეკონომიკის ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა და II კვარტალში 3.1% შეადგინა. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ბაზრის მედიანური პროგნოზი 2.1% იყო.

წლის დასაწყისში არსებული ვარდნიდან გამოსვლა მოხმარების ძლიერ ზრდას უკავშირდება და მხარდამჭერი ფაქტორია იმისთვის, რომ იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მორიგ ჯერზე გაზარდოს. კერძო მოხმარება, რომელიც ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ნახევარზე მეტს შეადგენს, გაიზარდა 1%-ით, 0.5%-იან ზრდის პროგნოზთან შედარებით, რაც ხუთი კვარტალის განმავლობაში პირველი მატებაა. კერძო მოხმარების კლება გასული წლის განმავლობაში შინა მეურნეობებისთვის ცხოვრების ხარჯების ზრდას უკავშირდებოდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტის, იენის გაუფასურებამ იმპორტი გააძვირა.

ცხოვრების ხარჯების გაზრდის გამო საზოგადოების უკმაყოფილება ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც აიძულა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, 14 აგვისტოს გამოეცხადებინა, რომ მომავალ თვეში გადადგება.

იაპონიის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური აღდგენა დაეხმარება ინფლაციის მიზნობრივ 2%-ზე მიღწევას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები