მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში ხელფასები რეალურ გამოსახულებაში 15.3%-ით გაიზარდა - ლაშა ქავთარაძე

ხელფასი

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1%-ით (263.2 ლარით) გაიზარდა და 1804.5 ლარი შეადგინა.

როგორც Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, აღნიშნავს, თუ ნომინალურ ხელფასს ინფლაციით დავაკორექტირებთ, II კვარტალში ხელფასები 15.3%-ით, I კვარტალთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა - ამის შესახებ მან “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.

“ხელფასების ნომინალური ზრდის ტემპი კვლავ მაღალია, თუმცა, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირების ტენდენცია უკვე გამოვლინდა. საინტერესოა, რეალური ხელფასის ზრდის ტემპი როგორ შეიცვალა და რომ შევადაროთ პროდუქტიულობას, არის თუ არა რეალური ხელფასი პროდუქტიულობაზე მაღალი და შეიძლება თუ არა, ეს ინფლაციაზე ზეწოლის ერთერთი მიზეზი იყოს. 

თუ ჩვენ ინფლაციით დავაკორექტირებთ ნომინალური ხელფასის ზრდის ტემპს, მეორე კვარტალში ხელფასები გაიზარდა რეალურ გამოსახულებაში 15.3%-ით, წინა კვარტალში 10.3%, ესე იგი გაზრდილია მეორე კვარტალში რეალური ხელფასი, მაგრამ ეს ზრდა განპირობებულია იმით, რომ ინფლაცია უფრო სწრაფი ტემპით წამოვიდა ქვემოთ. დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტია რეალურ ხელფასებს შორის სხვაობა, მაგრამ ინფლაცია მეორე კვარტალში 6 პროცენტული პუნქტით შემცირდა პირველ კვარტალთან შედარებით.

თუ დავუშვებდით, რომ ინფლაცია იგივე დარჩებოდა, რეალური ხელფასიც შემცირების დინამიკას აჩვენებდა და ეს მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, როგორი იქნება შემდგომ მისი ზეწოლა ფასებზე”, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1804 ლარამდე გაიზარდა



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები