მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში ქართული საბანკო ბარათებით 11.2 მლრდ ლარი გაანაღდეს

ფული ლარი

2024 წლის მეორე კვარტალში ქართული საბანკო ბარათებით 11.2 მლრდ ლარი გაანაღდეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებული საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკიდან ირკვევა. მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით ბანკომატებში და ბანკის სერვისცენტრებში განთავსებულ პოსტერმინალებში სულ განხორციელდა 27 მლნ ოპერაცია.

აღსანიშნავია, რომ წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 12%-ით, ხოლო თანხა 15%-ით.

რაც შეეხება 2024 წლის მეორე კვარტალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით სავაჭრო მომსახურების ობიექტებში განხორციელებულ ოპერაციებს, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სულ განხორციელდა 226 მილიონი ოპერაცია 7.2 მილიარდი ლარის ოდენობით. წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 15%-ით, ხოლო თანხა 12%-ით

მეორე კვარტალში გადახდის ოპერაციების რაოდენობის 80% და თანხის 60% შესრულდა გადახდის პოსტერმინალებით, რაოდენობის 19% და თანხის 40% შესრულდა ვირტუალური ტერმინალებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები