მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

III კვარტალში 312 სამაცივრე მეურნეობის შემოსავალი ₾6.2 მილიონამდე შემცირდა

სამაცივრე მეურნეობა

2025 წლის III კვარტალში საქართველოში 312 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 57.1%, შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული - ამის შესახებ საქსტატის კვარტალურ პუბლიკაციაშია საუბარი.

აღსანიშნავია, რომ II კვარტალში ქვეყანაში 234 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, შესაბამისად, მათი რაოდენობა ივლის-სექტემბერში 78-ით გაიზარდა.

2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მოქმედი სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 301 ერთეული იყო.

სამაცივრე მეურნეობათა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, წლიურად 9-ით, 382-დან 373-მდე შემცირდა იმ მომხმარებელთა რაოდენობაც, რომელთაც სამაცივრეებმა მომსახურება გაუწიეს.

საქსტატის თანახმად, ივლის-სექტემბერში სამაცივრე მეურნეობების მიერ მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.2 მილიონი ლარი შეადგინა, 13.8%-ით ნაკლები, ვიდრე - 2024 წლის III კვარტალში.

საქსტატის თანახმად, III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 207.0 მილიონი ლარის ღირებულების, 24.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტულმა პროდუქციამ შეადგინა 40.8%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 16.8%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა ადგილობრივმა პროდუქციამ – 42.5%.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 11.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5.4%-ს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები