აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 6.7%-ით ნაკლებია 2021 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში [2022 წლის III კვარტალი] რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 774.7 ათასი იყო, რაც 4.8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და იმერეთში განხორციელდა.

რაც შეეხება ხარჯებს, 2022 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 346.3 მილიონი ლარი იყო. აღნიშნული მაჩვენებელი 8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 15.5%-ით და 235.4 ლარს უტოლდება.




























