III კვარტალში ერთ eCommerce-ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 62.7 ლარი იყო, რაც გასულ წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.
თიბისი კაპიტალის ელექტრონული კომერციის მიმოხილვის თანახმად, საერთაშორისო ბაზარზე ელექტრონული გამოწერებზე განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო ზომა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის შესაბამის მაჩვენებელს.
ამ პერიოდში, ერთ ტრანზაქციაზე ადგილობრივად საშუალო დანახარჯი 37.8 ლარი იყო, რაც 2024 წლის ამავე პერიოდის რიცხვს (₾32.2) აღემატება. ხოლო საერთაშორისო გამოწერებისას საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 300-ლარიან ზღვარზე საკმაოდ დაბალია და 121.1 ლარს შეადგენს. ეს თანხა გასული წლის III კვარტალში 128.9 ლარი იყო.
სექტორული მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, ელექტრონული კომერციის ბაზარზე საქონლისა და მომსახურების წილი, შესაბამისად, 40% და 60%-ია.
„საქონელი მეტწილად ელექტრონიკის კატეგორიაზე მოდის, ხოლო სერვისებში ტრანსპორტი და მოგზაურობა ლიდერობს. უკანასკნელი, ზოგადად, საკმაოდ გაციფრულებული სეგმენტია და უნაღდო ტრანზაქციების დაახლოებით 90%-ს ელკომერციის არხებით იფარება“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ტრანსპორტისა და სახელმწიფო მომსახურების გარდა ელკომერციას სტაბილური წილი უკავია ავეჯისა და ტანსაცმლის კატეგორიაში:





























