მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში გუდაურში $4 მილიონის ღირებულების ბინები გაიყიდა - რამდენით შემცირდა მ²-ის ფასი?

გუდაური

2024 წლის III კვარტალში გუდაურში 64 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად თითქმის 35%-იანი კლებაა.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, გუდაურში ამჟამად ექვსი დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს. 2024 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი მცირედით 1 417 დოლარამდე [მ2] შემცირდა. აქ ჯამში 4 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 18%-იანი კლებაა წლიურ ჭრილში.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, 2022-2023 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ტემპი შენელდა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, შენელება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობით. ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. 2025 წლისთვის Galt & Taggart-ი ფასების არსებულ დონეზე დასტაბილურებას ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები