ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მესამე კვარტალში კომპანიამ 10 მილიარდი დოლარის მოცულობის წმინდა მოგება მიიღო, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა $200 მილიონს შეადგენს.
TotalEnergies-ის შემოსავლების მკვეთრი ზრდა გლობალურ ბირჟაზე ნავთობის, ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის გაძვირებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასი ერთწლიან ჭრილში თითქმის 100%-ითაა გაზრდილი, რასაც პირდაპირი პოზიტიური გავლენა ჰქონდა კომპანიის შემოსავლებსა და მოგებაზე.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის ნიშნად, კომპანიამ რუსეთის ფედერაციის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად მიღებულმა ზარალმა 3.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, მიუხედავად ამისა, Total-ი მაინც რეკორდულ მოგებაზეა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.