მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

III კვარტალში ტურიზმის შემოსავლები 6%-ით $1.66 მილიარდამდე გაიზარდა

ტურიზმის შემოსავალი

2025 წლის III კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1.66 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში III კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14%-ით განისაზღვრა და 238 მლნ დოლარს გაუტოლდა. წლიური ზრდა 13%-ს შეადგენს.

სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, საიდანაც ზრდა 36% და 28%-ს შეადგენს.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 14%-ით შემცირდა.

მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი – 252.5 მლნ დოლარი;
  • ევროკავშირი – 238.2 მლნ დოლარი (ევროკავშირის 27 ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი);
  • თურქეთი – 195.7 მლნ დოლარი;
  • ისრაელი – 188.3 მლნ დოლარი;
  • საუდის არაბეთი – 85.9 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 66.4 მლნ დოლარი;
  • სომხეთი – 61.4 მლნ დოლარი;
  • უკრაინა – 44.9 მლნ დოლარი;
  • ირანი – 42.9 მლნ დოლარი;
  • ბელარუსი – 36.9 მლნ დოლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები