მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იჯდე სახლში, იარსებო 200 ლარად და თან იხადო კრედიტები, შეუძლებელია...“

601545c019f60
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 15:55
1816

ტურიზმის სექტორის მოთხოვნები კვლავ უცვლელია. კერძო სექტორი ზაფხულიდან მოყოლებული დღემდე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ლოგიკურ ჩარჩოში შემსუბუქებას ითხოვს.

სასტუმრო „ოლდ თაუნ მთაწმინდას“ ხელმძღვანელი, ირაკლი გვენეტაძე bm.ge-თან საუბარში ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ ავიმიმოსვლაზე 1 თებერვლიდან შეზღუდვები იხსნება, ნამდვილად იყო დამაიმედებელი, მაგრამ კვლავ რჩება შეზღუდვები კომენდანტის საათის სახით, ზამთრის კურორტებზე, რესტორნებზე და ა.შ

მისი თქმით, ცის გახსნასთან ერთად უნდა გაიხსნას ქვეყნის სახმელეთო საზღვარიც, რათა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველომ ვიზიტორები მიიღოს. 

გარდა ამისა, სანამ სექტორი ამუშავებას შეძლებს, ირაკლი გვენეტაძე ითხოვს, რომ სახელმწიფომ უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს ბანკებთან უშუამდგომლოს, რათა მათი საკრედიტო ვალდებულებები გადავადდეს.

„ზამთრის კურორტებს სჭირდება დახმარება. ზამთრის კურორტები უნდა გაიხსნას, რადგან ხალხი მოგზაურობს. ზამთრის კურორტები მუშაობს ევროპაშიც და ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა დაისვენონ ბაკურიანში, გუდაურში განსაკუთრებული საფრთის შემცველი არ არის.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ადამიანებს აწუხებთ, ეს არის საკრედიტო ვალდებულებები. ეს არის ის, რაც ყველაზე მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. ის, რაც მოხდა გაზაფხულზე სესხების გადავადების სახით, იყო სასიკეთო ნაბიჯი, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა ვინც სახლში ზის 28 ნოემბრიდან და არ აქვს შემოსავალი, არაფრით განსხვავდება საგაზაფხულო მდგომარეობიდან. ისინი კვლავ არიან 200 ლარიანი დახმარების იმედად, ზოგს ის დახმარებაც არ ეკუთვნის გარკვეული მიზეზების გამო.

ამ ადამიანებს განურჩევლად კრედიტის სტატუსისა სჭირდებათს ჰაერივით გადავადება საკრედიტო ვალდებულებების მინიმუმ 2 თვე, პირობითად 1 აპრილამდე, რადგან მანამდე საიმედო პროგნოზი მაინცდამაინც ვერ კეთდება. იჯდე სახლში, იარსებო იმ 200 ლარად და თან იხადო საბანკო ვალდებულებები, ეს არის შეუძლებელი. ამ ადამიანებს სჭირდება დახმარება. საკრედიტო ვალდებულებები უნდა გადავადდეს“-აცხადებს გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები