მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილი არგენტინელ კოლეგას შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მინისტრებმა?

არგენტინა დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, არგენტინის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არგენტინელ კოლეგას - დიანა მონდინოსს შეხვდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირების ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ შეთანხმებას.

შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა არგენტინასთან, როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ და გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და მაღალი დონის კონტაქტების ინტენსიფიკაციის აუცილებლობას.

"მინისტრებმა მიმოიხილეს ევროპის კონტინენტზე არსებული ვითარება და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს გავლენა საერთაშორისო დღის წესრიგზე. შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ და საერთაშორისო როლზე, რასაც ასევე განაპირობებს საქართველოსა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით.

მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობა. ამ კუთხით, ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელსაყრელ სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან, ჩინეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან, აგრეთვე, საქართველოს გაზრდილ როლს შავი ზღვის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეში.
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს აქტიური ჩართულობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატებში და ხაზი გაუსვეს ამ ტრადიციის შემდგომში გაგრძელების აუცილებლობას", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ, შეხვედრის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ისტორიული ნიმუშების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1919 წლის 15 სექტემბერს არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, იპოლიტო ირიგოენის მიერ ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აქტი, ასევე ქვეყნებს შორის 1918-1921 წწ წარმოებული ოფიციალური მიმოწერის ისტორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები