მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილი იორდანიას სტუმრობს - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

იორდანია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს სტუმრობს. 15 სექტემბერს, იგი იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს აიმან ალ საფადის შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზეც, რაც დამატებით იმპულსს შესძენს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.

დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. ილია დარჩიაშვილმა აიმან ალ საფადის გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოები.

bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირს ციფრებსა და რიცხვებში.

ვაჭრობა

საქართველოსა და იორდანიას შორის ვაჭრობამ 2024 წლის იანვარ-ივლისში 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. სავაჭრო ბრუნვის სრული მოცულობის 2.9 მლნ აშშ დოლარის მხოლოდ 326.9 ათასი აშშ დოლარია იმპორტი.

საქართველოდან ექსპორტმა წელს 2.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4-ჯერ მეტია გასული მაჩვენებელზე.

2024 წლის ექსპორტირებული პროდუქცია

  1. შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო - $1.1 მლნ;
  2. ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - $828.5 ათასი;
  3. თხილი და სხვა კაკალი - $429.2 ათასი;
  4. ფეროშენადნობები - $215 ათასი;
  5. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $4.3 ათასი.

იმპორტირებული TOP-5 პროდუქტი:

  1. ნიტრიტები და ნიტრატები - $150.9 ათასი;
  2. ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - $67 ათასი;
  3. მეორეული ტანსაცმელი - $41.4 ათასი;
  4. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - $21.1 ათასი;
  5. თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - $17.1 ათასი.

FDI

გასულ წელს იორდანიიდან 300 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 15.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი, 1.9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იორდანიიდან 2021 წელს ჩაიდო.

ტურიზმი

2024 წლის I და II კვარტალი საქართველოში იორდანიის 9,271 მოქალაქე იმყოფებოდა, 2.5%-ით მეტი გასული წლის პირველი ორი კვარტალის მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები

გასულ თვეს, იორდანიიდან საქართველოში 1.2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, 35.1%-ით ნაკლები 2023 წლის აგვისტოზე. 2024 წლის 8 თვეში კი, სულ $11 მლნ შემოვიდა.

საქართველოს მდინარე იორდანესთან არსებული 4 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწა, რომელზეც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება ოფიციალურად 2022 წლის თებერვალში გადმოეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები