მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია II “ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ბიძინა ივანიშვილი
16.11.24 22:35
845

ილია II “ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - მისალოცი ტექსტი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის წინსვლისთვის შემდგომი წლების მაქსიმალურად გამოყენებას შეძლებენ.

„დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ,,ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

16 ნოემბერი, 2024 წ“, - წერია ილია მეორის მილოცვაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა. აქედან ყველაზე ყველაზე მეტი 89 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო 61 მანდატი შემდეგ პარტიებზე განაწილდა: კოალიცია ცვლილებებისთვის (19 მანდატი), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (16 მანდატი), ძლიერი საქართველო (14 მანდატი), გახარია საქართველოსთვის (12 მანდატი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები