მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია თამარაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

63e8992e57680
BM.GE
12.02.23 12:00
1524
ილია თამარაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

„დავემშვიდობე გუნდს, რომელთან ერთადაც მეოთხე წელია ძალიან მაგარი საქმეები, პროექტები და ყოველდღიური ზრუნვა ფერმერებზე მაკავშირებს. იყო და კიდევ მეტად გავაძლიერეთ ჩვენი გუნდი იმგვარად, რომ ერთ მუშტად შეკრულებს ნებისმიერი ამოცანის, გამოწვევის გადალახვა და მიზნის მიღწევა შეუძლიათ.

მქონდა პატივი და ბედნიერება მემუშავა კოლეგა უწყებების მაღალი დონის პროფესიონალებთან, ფერმერებთან, დონორი ორგანიზაციების გუნდებთან, ასოციაციებთან. მადლობა მინდა მათ გადავუხადო თანამშრომლობისთვის, ბევრი ვისწავლე და ძალიან გავიზარდე ამ პერიოდში, ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და მეგობრად“, - წერს სოციალურ ქსელში თამარაშვილი.

RDA-ს აწ უკვე ყოფილი დირექტორის განმარტებით, ის ისევ განაგრძობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოღვაწეობას.

„საქმიანობას ვაგრძელებ ისევ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამჯერად დონორული ორგანიზაციის მხრიდან, გადავდივარ IFAD-ის გრანტების აქტივობების კოორდინატორად“, - აცხადებს ილია თამარაშვილი.

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ია. RDA-ს მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სააგენტოს ძირითადი ფუნქციებს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების დაგეგმვა, განკარგვა და მასზე დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მართვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები