მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია თოფურიამ ესპანური საბრძოლო ორგანიზაცია WOW FC-ის აქციები შეიძინა

WOW FC ილია თოფურია

UFC-ის 66კგ-მდე წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ საბრძოლო საქმიანობის მიღმა საკუთარი ბიზნესი გააფართოვა. ქართველი მებრძოლი, რომელსაც ბრძოლათა ბალანსი 15-0-ზე აქვს, ესპანური პროფესიონალური შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია Way of Warriors FC-ის ერთ-ერთი უმთავრესი აქციონერი გახდა.

“მე და ჩემი გუნდი ძალიან გახარებულები ვართ ასეთი პერსპექტიული პროექტის ნაწილები, რომ გავხდით. ყველას ძალისხმევის შედეგად შევძლებთ შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომელიც დაეხმარება ნიჭიერ ესპანელ მებრძოლებს პროფესიულად გაიზარდონ და გზა გაიკვალონ უდიდესი საბრძოლო ორგანიზაციებისკენ” - განაცხადა ილია თოფურიამ.

WOW-მ, რომელიც მადრიდის მიღმა ოპერირებს, უკვე უმასპინძლა 30-ზე მეტ ღონისძიებას და ესპანეთში ყველაზე სახელოვან MMA ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

თოფურიას ხელმძღვანელობის ქვეშ კომპანია პირველ ღონისძიებას 14 სექტემბერს სწორედ მადრიდში გამართავს, ხოლო ბრძოლების ყურება Movistar +-სა და UFC Fight Pass პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას UFC-ის ეგიდით, აბუ-დაბიში 26 ოქტომბერს ქამრის დასაცავი ბრძოლა ელის ლეგენდარული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები