მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება ცნობილია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭეს.

როგორც Bm.ge-სთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქეთი ცოტნიაშვილმა განაცხადა, სააპელაციო კომისიამ დაადასტურა, რომ წინა გადაწყვეტილება პროცედურული დარღვევებით იყო მიღებული და ილიაუნის 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭეს.

"დღეს იყო ხელახალი განხილვა, რადგან წინა გადაწყვეტილება რაც იყო გავასაჩივრეთ სააპელაციო კომისიაში. სააპელაციო კომისია დაგვეთანხმა, რომ წინა გადაწყვეტილება პროცედურული დარღვევებით იყო მიღებული. ახლა კომენტარები გაკეთდა, რომ „ახლა გასაგებიო“ და მოგვანიჭეს სრული აკრედიტაცია. ეს [ავტორიზაცია] 6-წლიანია“, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქეთი ცოტნიაშვილმა.

გასულ წელს ავტორიზაციის საბჭომ ილიას უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან უნივერსიტეტმა მიუღებლად ჩათვალა.

გასული წლის დეკემბერში სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი; მან არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭო ვალდებული გახდა ილიაუნის საკითხი ხელახლა განეხილა.

დავას სააპელაციო საბჭოში გავაგრძელებთ - ილიაუნი

ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი - ილიაუნი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები