ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად დამატებით დროს აძლევს - შესაბამისი შეტყობინება სასწავლებლის სტუდენტებს დაეგზავნათ.
"ძვირფასო სტუდენტებო,
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სტუდენტებს, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ექნებათ დამატებითი დრო მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად, მათ შორის, გაცდენილი კომპონენტებისა და შეფასებების აღსადგენად. ასევე, შესაძლებელი იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ჩაბარების ვადების გახანგრძლივება.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა გამოწვევას და მივაღწევთ წარმატებას",- ნათქვამია შეტყობინებაში