ილიაუნის მიენიჭა 6-წლიანი ავტორიზაცია, ოქმი საჯარო იქნება 10 სამუშაო დღეში, - ამის შესახებ BM.GE-ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
ცენტრს მივმართეთ კითხვით იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ავტორიზაციის საბჭომ ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც დღეს ილიაუნის პროფესორმა და განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, ილიაუნის პირობითი ავტორიზაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციის საბჭო ისევ შეამოწმებს.
თავად ილიას უნივერსიტეტში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას მალე გააკეთებენ.
სიმონ ჯანაშიას თქმით, ილიაუნის პირობითი ავტორიზაცია მისცეს - "სახელმწიფო მუქარას ასრულებს"
ცნობისთვის, საქართველოში სასწავლებლების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.