მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ - განცხადება

უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ თუ ილიაუნის სტუდენტები სასწავლო პროცესის შეჩერებას და დაუმორჩილებლობას, ისინი მათ შეუერთდებიან. პროფესორ-მასწავლებლებმა პეტიცია შექმნეს და მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ

"ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს.

რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით - აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ - საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა.

შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ!

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ!

მეგობრებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ ბრძოლაში!", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს თსუ-ის სტუდენტების ნაწილმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ორშაბათიდან გაფიცვას აანონსებენ და სხვა სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები