მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნის რექტორი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების და სამეცნიერო საზოგადოების შეხვედრა შედგება

ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იმედოვნებს, რომ უნივერსიტეტებზე კვოტების გადანაწილების საკითხზე სახელმწიფო უწყებებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობებს შორის შეხვედრა შედგება. ნინო დობორჯგინიძე მთავრობის ადმინისტრაციაში „შრომის ბაზრის კვლევის“ წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასწორია უნივერსიტეტებში მთელი რიგი ფაკულტეტების ერთი ხელის მოსმით გაუქმება პროფესიონალებთან კომუნიკაციის გარეშე.

„რაც შეეხება შეხვედრას, როგორც კი 12 თებერვალს კვოტების გადანაწილება გამოცხადდა, ჩვენ მეორე დღესვე გავაგზავნეთ წერილი, იმ დღესვე შეიკრიბა მმართველი საბჭოები, საუნივერსიტეტო საზოგადოება და დღემდე ვითხოვთ ამ შეხვედრას. დიდი იმედი მაქვს, რომ [გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან] ეს შეხვედრა შედგება, იმიტომ, რომ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ილიას უნივერსიტეტის მისამართით ნამდვილად დისკრიმინაციულია, იმიტომ, რომ ილიას უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველოში და რეგიონში ყველაზე დიდია. ასე რომ, გააუქმო ის დარგები, ყველა იმ მიმართულებით, რომელშიც უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მოწინავეა, დისკრიმინაციული მიდგომა. ეს არ არის მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ. მაგალითად, ქართული ენის თანამედროვე ციფრულ სამყაროში ინტეგრაცია, ტრანსფორმაციას, მთლიანად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები ემსახურება. ვერ ნახავთ ვერცერთ, ქართული ენის მორფოლოგიური ანალიზატორი იქნება თუ ქართული ენის ნეირონული მოდელი - აბსოლუტურად ყველა პროგრამა, ყველა პროექტი ილიას უნივერსიტეტში ხორციელდება, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე რაც დევს და ასე ერთი ხელის მოსმით, ისე რომ არაფერი ჰკითხო პროფესიონალებს ამის გაუქმება არასწორია. სამეცნიერო საზოგადოება ამ შეხვედრას ელოდება, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება", - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

ის აღნიშნავს, რომ მათთვის დღემდე „შრომის ბაზრის კვლევის“ შედეგები, რასაც ხელისუფლების მტკიცებით დაეფუძნა „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით უმაღლესი სასწავლებლის რეფორმა, მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

„ბაზრის კვლევა, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღებების მტკიცებით დაეყრდნო ეს რეფორმა და მათ შორის კვოტების გადანაწილება, ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ჩვენ ამას დიდი ხანია ვითხოვდით. გუშინ შეგვატყობინეს, რომ დღეს იქნება ამისი პრეზენტაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები