„ფეისბუქისა“ და „ინტაგრამის“ გათიშვას ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. იგი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალისო ფოტოსაც ავრცელებს.
„თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვისები მუშაობს“, – წერს მასკი.
შეგახსენებთ, რომ რამდენი წუთის წინ, Meta-ს მფლობელობაში არსებული სოციალური პლატფორმები: Facebook, Instagram და Messenger-ი გაითიშა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „მეტას“ წარმომადგენელმა ენდის სტოუნმა დაწერა, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.