მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი მზადაა, Wikipedia-ს სახელის შეცვლისთვის $1 მილიარდი გადაუხადოს

ილონ მასკი

ილონ მასკი, Wikipedia-ს მხოლოდ სახელწოდების შეცვლის პირობით, $1 მილიარდს სთავაზობს. მასკი ამ თანხას იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ ვებგვერდის სახელი “D*ckipedia” გახდება.

Wikipedia-ს მოხალისეთა გუნდი მართავს და მასზე წვდომა ყველასთვის უფასოა, საიტზე შესვლისას მსურველებს ვებგვერდისთვის შემოწირულების გაკეთების საშუალებაც აქვთ.

საქმე ის არის, რომ შეთავაზების გაკეთებამდე მასკმა სწორედ Wikipedia საიტზე განთავსებულ დონაციის შეთავაზების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი X-ზე: „ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ითხოვს Wikimedia Foundation-ი ამ მოცულობის თანხას? ის ნამდვილად არ არის საჭირო მისი მუშაობისთვის. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადმოიტანოთ მთელი ტექსტი თქვენს ეკრანზე! მაშინ რისთვისაა ფული საჭირო? ცნობისმოყვარე გონებას სურს, იცოდეს“.

ილონ მასკის პოსტის საპასუხოდ, Wikimedia Foundation-ის სპიკერმა სამანტა ლაიენმა Washington Post-თან განცხადება გააკეთა:

„Wikimedia Foundation-ის სამეურვეო საბჭოს მითითებების საფუძველზე, ჩვენი რეზერვი მხოლოდ ერთი წლის საოპერაციო ბიუჯეტს მოიცავს. რეზერვი უსაფრთხოების ბადეა Wikipedia-ს დასაცავად, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გარემოება ამ პერიოდში თანხების მოზიდვას შეაფერხებს“.