მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკი Twitter-ის მენეჯმენტს $44-მილიარდიანი გარიგების შეწყვეტით ემუქრება

629e14d5abd72
გიორგი თოლორდავა
06.06.22 19:02
1692
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი კომპანია Twitter-ის მენეჯმენტს $44-მილიარდიანი კონტრაქტის გაუქმებით ემუქრება.

მასკის წარმომადგენელი იურისტების მიერ მომზადებულ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ თუკი Twitter-ის გუნდი არ წარმოადგენს დეტალურ და გამჭვირვალე ინფორმაციას სოციალური ქსელის არაავთენტური მომხმარებლების (ტროლები, ბოტები) რაოდენობის შესახებ, მაშინ გარიგება არ შედგება და მასკი უარს იტყვის Twitter-ის შეძენაზე.

იურისტების განმარტებით, Twitter-ის წარმომადგენლობა არღვევს ინვესტორის უფლებებს და მიზანმიმართულად ფარავს იმ კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციას, რომელსაც პირდაპირ შეუძლია გარიგებს ფასზე გავლენის მოხდენა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს კანონდარღვევას.

შესყიდვის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ თვეს გახდა ცნობილი, მაშინ მასკმა აღნიშნა, რომ მას არ სჯეროდა Twitter-ის გუნდის მიერ წარმოდგენილი მონაცემებს და ვერ წარმოიდგენდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 5% იყო ყალბი ანგარიშის მქონე. მისი შეფასებით, ე.წ. ტროლების რაოდენობა 20%-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციების შეძენის შემდეგ, მასკმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი უმთავრესი პრიორიტეტი Twitter-ის ტროლებისა და ბოტებისგან გასუფთავება იქნებოდა, რასაც თავად კომპანია წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

სოციალური პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქტიურ მომხმარებელთა ბაზის ავთენტურობის მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურ ქსელში ბოტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, ეს შეზღუდავს როგორც პლატფორმას, ასევე თავად კომპანიის შემოსავლიანობას, რადგან ბიზნესებს აღარ ექნებათ სურვილი სარეკლამო ბანერები ბოტებით გადატვირთულ ქსელში განათავსონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები