მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა CNN-ის, NYT-სა და Washington Post-ის ჟურნალისტებს Twitter-ის ანგარიშები დაუბლოკა

639c68d5cda7b
გიორგი თოლორდავა
16.12.22 16:50
593
კომპანია Twitter-ის ახალმა მფლობელმა და ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა CNN-ის, New York Times-ის, Washington Post-ის, MSNBC-ის, Vox-ის, VOA-სა და The Intercept-ის ჟურნალისტებს სოციალური პლატფორმის ანგარიშები ახსნა-განმარტების გარეშე დაუბლოკა.

საგულისხმოა, რომ Twitter-თან წვდომა სწორედ იმ ჟურნალისტებს შეეზღუდათ, რომლებიც ილონ მასკის საქმიანობას და მის კომპანიებს კრიტიკულად აშუქებდნენ.

ჟურნალისტების დაბლოკვას და დეპლატფორმიზაციას დასავლური სახელმწიფოების მასშტაბით მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ზემოხსენებული გამოცემებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მასკმა დაბლოკილი ანგარიშები დაუყოვნებლივ აღადგინოს და ბოდიში საჯაროდ მოიხადოს.

ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ დაბლოკილ ჟურნალისტებს Twitter-ის წესდება არ დაურღვევიათ, მათი ანგარიშების შეზღუდვა კი მხოლოდ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ისინი ილონ მასკის შეხედულებებს არ იზიარებდნენ.

ცნობისთვის, მასკი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა, სწორედ ამიტომ მან Twitter-ზე ცენზურისა და კონტენტის მოდერაციის დონის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები