მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკმა სუნამოების წარმოება დაიწყო - მან უკვე $2 მილიონის პროდუქცია გაყიდა

6347c1bf45032
გიორგი თოლორდავა
14.10.22 00:05
624
პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ელექტრომობილების, რაკეტებისა და რობოტების შემდეგ, სუნამოების წარმოება დაიწყო.

სუნამო სახელწოდებით "Burnt Hair" მასკის მფლობელობაში არსებული Boring Company-ს მიერაა წარმოებული, რომელიც, თავის მხრივ, მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბების გაყვანითაა დაკავებული.

დებიუტიდან რამდენიმე დღეში უკვე გაიყიდა 20,000 ერთეული სუნამო, რომლის საცალო ფასიც 100 დოლარს შეადგენს, შესაბამისად, Boring Company-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიონ დოლარს უკვე მიაღწია.

მასკის განცხადებით, სუნამოს გაყიდვის მიზანი კომპანია Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარის შეგროვებაა. ცხადია, ეს მიზეზიცა და არც თავად მასკის პარფიუმერიულ ბიზნესში ჩართვა სერიოზულად არ უნდა მივიღოთ.

ცნობისთვის, Boring Company-ის საშუალებით მასკს არაერთი სახალისო ბიზნესკამპანია დაუწყია, მათ შორის იყოს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ცეცხლმტყორცნის და 50,000 ერთეული ქუდის გაყიდვა.

როდემდე გაგრძელდება კამპანია და რამდენი ბოთლი სუნამოს გაყიდვას გეგმავს მასკი, ჯერჯერობით უცნობია.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა Twitter-ში ბიო შეიცვალა და აღწერაში „პარფიუმერიის გამყიდველი“ დაიწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები