მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმ პირებს, რომელთა საშუალებითაც რუსეთი „ზაპოროჟსტალზე“ კონტროლს ინარჩუნებდა, უკრაინამ სანქციები დაუწესა

645e6bb731aa8
ალა ისპირიანი
12.05.23 20:46
658
უკრაინამ რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სანქცები დაუწესდა 13 ფიზიკურ და 28 იურდიულ პირს, რომელთა საშუალებით რუსეთი ინარჩუნებდა კონტროლს უკრაინის მეტალურგიულ კომბინატ „ზაპოროჟსტალზე“.

„დღეს სანქციების დღეა. არის რამდენიმე სასანქციო პაკეტი. ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებებს. ვიწყებთ რუსული ნაწილის კონფისკაციის პროცედურას, ის იმუშავებს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, – დაწერა ვოლოდმირ ზელენსკიმ "ტელეგრამზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები