მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

["იმედი" და "პოსტვ"] ავრცელებენ ნარატივს, რომელიც ახლოსაა რუსულთან - გერმანიის ელჩი

პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ "ტელეიმედი" და "პოსტვ" დეზინფორმაციას ავრცელებენ და მათი ნარატივი ახლოსაა რუსულთან. ელჩმა ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის სანქციების კომენტირებისას განუცხადა.

საქმე ის არის, რომ დღეს 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა "ტელეიმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ არხების დასანქცირება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოხდა. სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

"ეს გაერთიანებული სამეფოს სანქციებია, მე გერმანიას წარმოვადგენ და ამიტომ მხოლოდ მცირე კომენტარის გაკეთება შემიძლია. ჩემი გამოცდილებით, რის მონიტორინგსაც საელჩო აკეთებს და ხანდახან მეც ვუყურებ, ამ ორ ტელეარხს მივიჩნევ არა სიახლეების არხებად, არამედ პროპაგანდის არხებად. ისინი რეგულარულად ავრცელებენ ნარატივს, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ახლოსაა რუსულ ნარატივთან. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას გერმანიის შესახებ, ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები