ვხედავთ, რომ დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი - თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ასეთ არჩევნებს მათთვის ფასი არ აქვს, - ეს "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისეთია რომ არ აძლევს "კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ სასამართლოზე გავლენის დაბრუნების საშუალებას.
„ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა გავლენა სასამართლოზე, პროკურატურაზე. სწორედ ამ გავლენის წყალობით ჩამოაყალიბა თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან მყარად მფარველობდა. არ გვინდა ამის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებასთან, მათ შორის, ეს ეხება სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურას",- განაცხადა კობახიძემ.




























