მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმედი გვაქვს, ტრამპი ე.წ. Deep State-ის დამარცხებას შეძლებს და ეს საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება - კობახიძე

კობახიძე ლიდერები

პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან, ძალიან დიდი იმედი, რომ ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან პრეზიდენტ ტრამპს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში წარმატებები უსურვა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და გაათავისუფლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფორმალური გავლენებისგან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ დონალდ ტრამპი ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება. გამოჩნდება საქართველოს მაგალითზეც ის, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, არაფორმალური გავლენების დამარცხებას. პრეზიდენტ ტრამპს მინდა, ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა Deep State-ისთვის ღირსეული პასუხია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები