ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა არის ღირსეული პასუხი Deep State-ისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა პასუხი ყოფილი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს სანქციებზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ესაა პასუხი Deep State-ისთვის, რომელიც უსამართლოდ მოქმედებს საქართველოს მიმართ უკვე 4 წელია.
"Deep state-ს გავეცით ღირსეული პასუხი იმ უსამართლობაზე, რასაც მათი მხრიდან ვხედავთ.
თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს Deep state-ს, ამ შემთხვევაში სანქციებიც მოიხსნება. დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები",- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა.