მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ინფლაციას დაღმავალი ტრენდი ექნება - კოვზანაძე

6399dfa264033
BM.GE
14.12.22 18:43
526
„საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. ერთადერთი რაც ამ შედეგებს გარკვეულად ,,აუფასურებს“ არის ინფლაცია"-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხად.

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის „2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ განიხილეს.

„2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, შესაბამისად, ბოლო 5 წელია პარლამენტი ამტკიცებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3% დონეზე, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიზნობრივისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდია გამოჩნდა ინფლაციის დასტაბილურების ნიშნები და იმედი მაქვს რომ მომავალი წლიდან მას დაღმავალი ტრენდი ექნება“, - განაცხადა კოვზანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები