მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს - ემანუელ მაკრონი

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ საქართველო თავის ევროპულ არჩევანს დაადასტურებს. ამის შესახებ მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიაზე განაცხადა.

სამიტზე, რომელიც ბუდაპეშტში იმართება, მაკრონმა მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ასევე განხილვის თემაა ევროპული დემოკრატიის მოდელი საქართველო, მოლდოვა. ჩვენ გვქონდა კიბერთავდასხმები, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა ეს. მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახლა არჩევა და იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს და დემოკრატიულ მოდელს“, - თქვა მაკრონმა.

ცნობისთვის, უნგრეთის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეც, რომელიც შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო და მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასკვნით სესიაზე სიტყვით გამოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები